ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ინფორმაციას პარტია ALDE ავრცელებს.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ალდე“ (ALDE Party – Liberals and Democrats for Europe) ავრცელებს.
ჯერჯერობით დაკავების მიზეზისა და გარემოებების შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
დაკვების შესახებ წერს თავად ზურაბ ჯაფარიძეც.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში.
თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.
სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე.
სხვა არაფერი სანერვიულო”, - წერს ის.




