გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის შედეგად მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შსს - ს განცხადებით, ორი პირია დაკავებული ვერაზე მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

შსს ს-ს განცხადებით, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 64 წლის მალხაზ თოფურიაა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 24 ნოემბერს, შუადღეს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირბა პარკინგის გამო დაიაყო. ადგილობრივების თქმით, კაცს რესტორნიდან გამოსული პირები დაუპირისპრდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს მამაკაცი დაეცა, შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.




