ჩვენ შესახებ
ჩვენ ვმუშაბთ ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე. ვიკვლევთ საქმეებს, ვეყრდნობით ფაქტებს, ვისმენთ მხარეებს და ვცდილობთ, მკითხველს დავანახოთ ის, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
რას ვაკეთებთ
ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სიღრმისეული, ფაქტებზე დაფუძნებული და გასაგები ინფორმაცია სამართლის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. გიზიარებთ ამბებს სასამართლო პროცესებიდან, სისხლისა და სამოქალაქო საქმეებიდან. ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და კორუფციის შესაძლო ფაქტებს. ჟურნალისტური გამოძიებების ფარგლებში ვარკვევთ როგორც მიმდინარე, ისე წარსულში გახმაურებულ საქმეებს - ვსწავლობთ საქმის მასალებს, ვისმენთ მხარეთა პოზიციებს და ვცდილობთ პასუხი გავცეთ ყველა გაჩენილ კითხვას. ჩვენს პლატფორმაზე ადგილს ვუთმობთ იურიდიული სფეროს პროფესიონალების მოსაზრებებსა და გამოცდილებას, ასევე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება სურთ. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, ინსტიტუტებსა და კონვენციებზე და ვთავაზობთ მკითხველს პრაქტიკულ სამართლებრივ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი უფლებებისა და მათი დაცვის გზების უკეთ გაგებაში დაეხმარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფაქტი, განსხვავებული პოზიციების მოსმენა და საზოგადოების უფლება -იცოდეს მეტი
ჩვენი პრინციპია
- 1
გადამოწმებული ფაქტები, სანდო წყაროები და მიუკერძოებელი ინფორმაცია
ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებს, გუნდის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქე და მისი უფლებაა - მიიღოს სანდო ინფორმაცია და იცოდეს საკუთარი უფლებები. ჩვენ ვეყრდნობით გადამოწმებულ ფაქტებსა და სანდო წყაროებს. ინფორმაციას ვამოწმებთ რამდენიმე წყაროსთან, ვსწავლობთ საქმის მასალებს, კანონმდებლობასა და მისი აღსრულების მექანიზმებს, ვსვამთ კითხვებს ყველა მხარესთან და მკითხველს ვთავაზობთ ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ინფორმაციას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროსა და ჟურნალისტური საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სამართლებრივი სფეროს მნიშვნელოვანი ამბების მიწოდება, არამედ მოქალაქისთვის საკუთარი უფლებების, მათი დაცვის გზებისა და სამართლებრივი მექანიზმების გაცნობა.

