თერჯოლაში შვილმა მამა მომკლა- კამცა სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მამა მოკლა
თერჯოლაში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტისას შვილმა სახლს ცეცხლი წაუკიდა, მამა კი დანით მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

მკვლელობა თერჯოლაში- შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მამის მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




