ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი დააკავეს
ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული.

ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს შსს.
უწყების თანახმად, ოყუჯავა რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვას გულისხმობს.
უცნობია, მოგვიანებით, პროკურატურამ აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით წარუდგინა ბრალდება და საბოლოოდ, დადიანების სასახლის დირექტორს რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ქონისთვის წაუყენეს ბრალი.
ანზორ ოყუჯავა ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 5 ივლისს დაინიშნა. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დაახლოებით 1 თვის წინ ის პოსტიდან მოხსნეს.




