მარნეულში ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოტყუებით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა მას. აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის

პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში, ბრალდებულმა მოტყუებით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა მას. იგი აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებულ თანხას თავად იღებდა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წარედგინა - 143- ე მუხლი - ადამიანით ვაჭრობა-ტრეფიკინგი, 126- ე მუხლი, ადამიანის გადაბირება მოტყუებით ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, 138 - ე მუხლი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.




