ვინ არიან ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულები
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
.webp&w=1920&q=75)
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შუაღამისას დასრულდა. ტრაგედიას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია ექვსი ადამიანი.
დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის შვილი - ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიანა; 54 წლის ლალი შიშმანაშვილი და ჯაბა საყევარაშვილი.
ნინო ჭელიძე აფეთქების შედეგად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა. ის ერთადერთია კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი შვიდი ადამიანიდან, რომლის გადარაჩენაც მაშველებმა შეძლეს.
გუშინ, 19 ნოემბერს აფეთქება ქვემო ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში დილის 09:00 საათისთვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა - მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელიც ბინაში იშვიათად მიდიოდა (ბინა „თბილისი ენერჯის“ ბაზაში დაკეტილად ირიცხებოდა), დილით გამათბობლის ჩართვა სცადა.
აფეთქების ტალღამ კორპუსის სართულები პირველ სართულამდე ჩამოანგრია და საყრდენი კედელი მოშალა. ნანგრევებიდან მალევე გამოიყვანეს 4 დაშავებული, მათ შორის 31 წლის მამაკაცი (სხეულის 87%-იანი დამწვრობით) და დედა-შვილი - 38 წლის ქალი და 11 წლის მოზარდი.
როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სრული სურათი - იხილეთ სტატია




