ქუთაისში კორპუსში აფეთქება მოხდა
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

ქუთაისში კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს: “საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის სრული უყურადღებობისგან გამოწვეული მავნებლობა”.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, ქალმა დაზიანება ხელის არეში მიიღო.
5—სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
„სანდო წყარო“ დამატებით დეტალებს არკვევს.




