Სუს-ის ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომები დასასრულს უახლოვდება - გრიგოლ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს
თბილისის Საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც თავად სუსის ყოფილი უფროსი დაკითხეს

თბილისის Საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც თავად სუსის ყოფილი უფროსი დაკითხეს.
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ყველა ეპიზოდთან მიმართებით საკუთარი მონაწილეობა გამორიცხა და შეეცადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა საქმეში არსებული ფაქტებისგან გაემიჯნა.
პროკურორის თქმით, ლილუაშვილმა უარყო კავშირი საქმეში ფიგურირებად პირებთან, მათ შორის რომეო მიქაუტაძესთან, და განაცხადა, რომ მის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მედიასაშუალებებიდან ფლობდა.
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატებს არ დაუყენებიათ, ლილუაშვილი პროცესების დაწყებიდანვე აცხადებს, რომ ის თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ბრალდების მხარის შეფასებით, ეს დაცვის მხარის არჩეული ტაქტიკაა და ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.




