კახეთში ძმები მოკლეს
შემთევა რამდენიმე საათის წინ მოხდა

ამ წუთებში სოფელ ლამბალოსთან პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაბენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ჩასაფრებით, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამე ძმამ კი გადარჩა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა უთხრეს, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.
ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი უსაფრთხო ადგილას თავის შეფარება შეძლო.
ძმები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა. გამოცემის ინფორმაციით, ის გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკაება მალევე შეძლეს.
დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. გამოცემის ინფორმაციით, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა(სავარაუდოდ ცოლად მოყვანის მიზნით), რაც მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.


.webp&w=1920&q=75)

