ბათუმის აქციების მედროშემ ზურა ჭავჭანიძემ ციხე დატოვა
ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ ციხე დატოვა. ის პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
ჭავჭანიძეს საქალაქო სასამართლომ 2026 წლის ივნისში ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მიღწეული შეთანხმებით, მას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამავე საქმეზე დღეს საპატიმრო დაწესებულება ასევე დატოვეს პოლიტპატიმრებმა ირაკლი ჩხვირკიამ და ნანა სანდერმა, ხოლო 4 ნოემბერს — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.


.webp&w=1920&q=75)

