ლაგოდეხში 22 წლის MMA-ის მებრძოლი დაჭრეს
მებრძოლი ვალერი ყოჩიაშვილია.

ლაგოდეხში 22 წლის MMA-ის მებრძოლი, ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს.
როგორც გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი სუფრაზე დაწყებული დაპირისპირების დროს მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
ყოჩიაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.


.webp&w=1920&q=75)

