დააკავეს პირი, რომელმაც 13 400 დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა
ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


.webp&w=1920&q=75)

