თემურ გოგოხიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატურა მოხსნა
შერჩევის პროცედურა თავიდან გამოცხადდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, თემურ გოგოხიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატურა მოხსნა
"საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის №1/266 განკარგულებით, მითითებული პროცედურის დასკვნით ეტაპზე გადავიდა ერთი კანდიდატი – თემურ გოგოხია.
თემურ გოგოხიამ 2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა პროცედურაში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მიმდინარე პროცედურა დასრულდა უშედეგოდ, ვინაიდან, საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი განაცხადა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №1/272 განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №1/198 განკარგულება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება" - ნათქვამია განკარგულება




-1.webp&w=1920&q=75)