"საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
ნოდარ ჩაჩუამ სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა

"საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას დაკავების დროს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ნოდარ ჩაჩუა განაცხადა, რომ მუქარას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი ჰქონდა პოლიციის გამყოფილებაში. იქ ყოფნის პერიოდში პოილციელები პერიოდულად ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ. ჩაჩუას მტკიცებით, სწორედ ის აკონტროლებდა მთელ იმ პროცესს.
ჩაჩუამ მოსამართლეს უთხრა, რომ მოძალადე და მუქარის განმახორციელებელი პოლიციელების ამოცნობა შეუძლია.
კი, იყო ხელის დარტყმა, რა თქმა უნდა, მათ შორის, იყო მუქარა შემდეგ უკვე კაბინეტში. იქვე იდო რაღაც "დუბინკა" თუ ასე შემდეგ და ახლა ამ "დუბინკით" გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში თუ ასე შემდეგ. იყო ამ ტიპის საუბარი. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იქ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს"
ცნობისთვის, ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებული იყო მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. ქალს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლალო ბერია სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. მას საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა




