არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა - ილია ისაევის მამა, ვისი სახლიც აფეთქდა
19 ნოემბერს ფონიჭალაში აფეთქებული ბინის მეპატრონე ამბობს, რომ მას შემოწმებული ჰქონდა ყველაფერი და სახლში არანაირი დარღვევა არ ქონდათ
-1.webp&w=1920&q=75)
ილია ისაევის მამა, ემზარ ისაევი ამბობს, რომ ყველაფერი შემოწმებული ჰქონდათ და არანაირი გამათბობელი არ ჰქონდათ სახლში, მხოლოდ ცენტრალური გათბობა და გაზქურა.
ემზარ ისაევი ამბობს, რომ გაზქურა, სადაც დგას აფეთქება იქ არ მომხდარა, არამედ მის საპირისპირო მხარეს, ამიტომ ბინის მეპატრონეს შეკითხვები აქვს გამოძიებასთან.
ილია ბოლოს იყო სექტემბერში 10 დღის განმავლობაში. გადაღებული ჰქონდა მრიცხველი, მანამდე უფროსი ბიჭიც იყო ზაფხულში. შარშან მარტის აქეთ ყოველთვე ვიყავით და გადახდებიც გვქონდა. არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია, კეტავს გაზს. მაქვს რაღაც კითხვები - გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად? ეს მაინტერესებს. შს მინისტრი გამოვიდა და აწვებოდა იმას, რომ გამათბობელიო, მაგრამ არ გვქონია. გაზქურა ღია რომც დაეტოვებინა, გაზს კეტავს. მით უფრო შემოწმებული გვქონდა, არ არსებობს, არანაირი დარღვევა არ გვქონდა. ცუდი ლაპარაკები მიდის, იგივე დაზარალებულია
ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.




