სახალხო დამცველის რწმუნებულს საკანში გარედან შეახედეს, ოღონდ შუქი არ აუნთეს - დავით ფეიქრიშვილის დედა
დავით ფეიქრიშვილის დედამ პენიტენციურის განცხადებას, რომელშიც უწყებამ ფეიქრიშვილის ცემის ფაქტი უარყო, სამარცხვინო უწოდა

ბრალდებულის დედის განცხადებით, გაურკვეველია ვის დაუჯეროს როცა პენიტენციური უარყოფს დავით ფეიქრიშვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, "ვივამედის" წარმომადგენელი კი, აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში იმყიფებოდა
პენიტენციური დღეს აცხადებს, რომ თვითდაზიანება მიიღო და ამ დროს, გუშინ, 9 საათზე გადაყვანილი იყო „ვივამედში“ და ისევ დააბრუნეს უკან. ექიმი ადასტურებს, რომ დაზიანებები აქვს. ხუთი ნეკნი აქვს ჩატეხილი და ყბები და ესენი ამბობენ, რომ დღეს მინა გატეხა. ვის დავუჯერო ? ეს ხომ წარმოუდგენელია.
დავით ფეიქრიშვილის დედა სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიიყვანეს და შუქი არ ჩაურთეს. ჩამქრალ შუქში იყო მისული წარმომადგენელი, რატომ არ მოითხოვა შუქის ანთება ? რატომ არ შევიდა კამერაში, ესეც არ ვიცი. იმიტომ, რომ იქ ხუთი უცხო ადამიანი იჯდა. დამნაშავე, თუ უდანაშაულოა, მისი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული




