სახალხო დამცველი გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის რწმუნებულმა გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა

პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება.
საქმე ეხება ბრალდებულის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გლდანის ციხეში მყოფ გიორგი(გოგა) ფეიქრიშვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დაწესებულებაში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და ბრალდებული ჩვეულებრივ რეჟიმში იმყოფება საკანში.
განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის რწმუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა , პირადად შეხვდა გიორგი ფეიქრიშვილს და ადგილზე გაეცნო მის უფლებრივ და ფიზიკურ მდგომარეობას.
განცხადებაში ნათქვამია:
"2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია."




-1.webp&w=1920&q=75)