ნანა ყეინიშვილის უკანონო საქმიანობა- მიმდინარებს გამოძიზება
პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გაზიარება
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
საუბარია " ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და ეროვნული ბაკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო საქმიანობაზე. დაწყებული გამოძიების შესახებ ინფომაციას გენერალური პროკურატურა აცხადებს.