ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს
შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მათივე ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირი უკვე დაკავებულია.




