კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
მათ შორის, ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 4 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი ნარკორეალიზატორია
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს
4 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და
დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა
სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე „კანაფი“ და
„მარიხუანა“.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი
დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული
შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს."- ნათქვამია უწყების განცხადებაში .




