გაუჩინარებული
„სანდო წყარომ“ გურამ დადიანიძის გამოძიების მასალები მოიპოვა. მასალებში დროის ათვლა 2014 წლიდან იწყება.

კესანეების ქუჩას მივუყვები. ვიწროა, თითქმის ყველა სახლი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეზოდაც ქუჩას თვლიან, სადაც იშვიათია, რომ მანქანა გამოჩნდეს ან უცხო ადამიანმა ჩაიაროს. ჩემი გამოჩენაც არავის უხარია - მიკეტავენ სახლის კარს ან ფანჯარას, რომელიც ქუჩაზე გამოდის. კითხვაზე ყველას პასუხი დუმილია. 12 წლის წინ მეზობლები, მეგობრები და ნათესავები ლომისობის წინა დღეს სწორედ ამ ქუჩაზე, გელაშვილებთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებმა მლეთაში წასვლა გადაწყვიტეს. მოგზაურობა ყველასთვის საბედისწერო აღმოჩნდა -ყველა ერთად წავიდა, მაგრამ შინ ვერ დაბრუნდა გურამ დადიანიძე.
ვინ იყო ექსკურსიის ინიციატორი -ამ კითხვას ხშირად ვხვდებით პოლიციის მასალებში. ნიკა ოქრიძე 2016 წლის გამოკითხვის ოქმში ერთადერთ ინიციატორად გურამ დადიანიძეს ასახელებს. ანა გელაშვილი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ექსკურსიის ინიციატორები ბიჭები იყვნენ, თინათინ არხოშაშვილი კი ამბობს, რომ აქტიურობდნენ ირაკლი ბასილაური და გურამ დადიანიძე.
საინტერესოა მიკროავტობუსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მასთან სახლში ირაკლი ბასილაური, ნოდარ კიკნაძე და გურამ დადიანიძე მივიდნენ. კაცი ახალგაზრდების მეზობლად ახალი გადასული იყო, ამიტომ არავის იცნობდა. ბიჭების სახელები იოსებ ტურაშვილს მისმა შვილმა უთხრა, რაც გამოკითხვის ოქმშიც აისახა.
იოსებ (სოსო) ტურაშვილს, რომელიც საბედისწერო ღამეს მიკროავტობუსის მძღოლი იყო, კესანეების ქუჩაზე შემთხვევით ვხვდები. ის სამსახურიდან შინ ბრუნდება. ჩემს კითხვებს არ გაურბის, მაგრამ ყველაფერზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებს. მეზობლები, რომლებმაც მანამდე პასუხი არ გამცეს, ეუბნებიან, რომ არ დამელაპარაკოს.
„არ ვიცი, ვინ იყო ექსკურსიის ინიციატორი. აბსოლუტურად არ ვიცნობდი- ის ბავშვი, ეს ბავშვი... ჩემთვის უცნობი პიროვნება. აი, მე არც დავკვირვებულვარ მაგ ბავშვებს, არც სარკიდან შემიხედავს.“

ვეკითხები, მივიდა თუ არა მასთან გურამ დადიანიძე მანქანის დაჯავშნის მიზნით.
„არ ვიცნობდი მე, ვინ იყო გურამი- გაგებაში არ ვიყავი. წინა დღისით მოვიდნენ ეს ბავშვები. მანქანაში 20 მგზავრი მეტევა, ყველა მანქანა ასეა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მგზავრი იყო მაშინ მლეთაში. ზუსტად, ნამდვილად არ მახსოვს. არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, ფანდური მოჰქონდათ ბავშვებს“
საქმის მასალების მიხედვით, 2014, 2018, 2021 წლებში ყველა ამბობდა, რომ მიკროავტობუსში მძღოლის ჩათვლით 13 მგზავრი იყო: სოსო ტურაშვილი, თინიკო არხოშაშვილი, სალომე არევაძე, გელა არევაძე, ნოდარ კიკნაძე, გურამ დადიანიძე, თამაზ ხუროშვილი, დავითგენაძე, ირაკლიბასილაური, სალომე ოდიშვილი, კახა, გვანცა და ანა გელაშვილები. 2026 წელს განახლებულმა გამოძიებამ მიკროავტობუსში არა 13, არამედ 17 მგზავრი დათვალა.

ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, 14 ადამიანია ასახული. ამ სურათით მარტივი გამოსაცნობია, რომ ექსკურსიის წევრებს შორის სხვა პირებიც იყვნენ. მაგალითად, კადრს ანი გელაშვილი იღებს, მისი და კი ფოტოსთვის სივრცეს ანათებს. ფოტოზე არაა ასახული არც მძღოლი. სურათში ჩანან საქმის ახალი ფიგურანტები - ირაკლი და ნიკა ოქრიძეები და გიორგი ვარდიშვილი, რომლებიც ჯგუფთან ერთად მგზავრობას გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ. პოლიციამ ისინი მხოლოდ 2017 წელს გამოკითხა, თუმცა მანამდე მოწმეებს მათ შესახებ არაფერი უთქვამთ. ექსკურსიის დროს ნიკაოქრიძეყველაზე პატარა მგზავრი იყო - 13 წლის. ის საქმის პირველი მოწმეა, რომელმაც მიკროავტობუსის მგზავრების რაოდენობად, მძღოლის ჩათვლით, 17 ადამიანი დაასახელა.
ნიკა, ირაკლი და გურამი ერთმანეთს ჩვენებებშიც ასახელებენ, მაგრამ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი ჩნდება - თამარ მაისურაძე. არავის უხსენებია, რომ თამარი სალოცავზე ავიდა.
თამარ მაისურაძე საერთო ფოტოშიც ჩანს და რამდენიმე მოწმეც ახსენებს, მაგრამ მხოლოდ 2026 წლის მასალებში. სალომე ოდიშვილი და თამარ მაისურაძე მეგობრები არიან. თამარის დეიდაშვილები არიან სალომე და გელა არევაძეები. „სანდო წყაროს“ პირად საუბრებში მოწმეები ეუბნებიან, რომ თამარი და სალომე ექსკურსიის ღამეს სალოცავზე ასვლას არ გეგმავდნენ, ისინი მეგობართან მლეთაში უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ გეგმები შეეცვალათდა ლომისაზე ასვლა გადაწყვიტეს. ამ დროს, მეგობრები ჩვენებებში წერენ, რომ სალომე ოდიშვილი ლომისაზე საერთოდ არ ასულა და მეგობართან დარჩა. სინამდვილეში კი, გოგოები ლომისაზე ავიდნენ, მთიდან სხვებზე ადრე ჩამოვიდნენ, მლეთაში მეგობართან დარჩნენ და დილამდე ვერ შეიტყვეს გურამის გაუჩინარების ამბავი. ირაკლიოქრიძე, გიორგი ვარდიშვილი, და-ძმა სალომე და გელა არევაძეებს ემეგობრებიან. ნიკა ოქრიძეკი ირაკლის ნათესავია. ზოგმა ერთმანეთი იმ დღეს პირველად ნახა. მოწმეები „სანდო წყაროსთან“ პირად საუბრებში ამბობენ, რომ მაშინ, როგორც არასრულწლოვანები, მშობლების თვალწინ იკითხებოდნენ, პასუხებს კი კითხვებიდან გამომდინარე სცემდნენ.
2026 წელს განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არ არის სამი მოწმე: ირაკლიბასილაურიდა თამაზ ხუროშვილი — ისინი ამერიკაში ცხოვრობენ. ქვეყანაში აღარ ცხოვრობს მლეთაში ექსკურსიის ინიციატორი დავითგენაძე. პოლიციის ფაილებში არც მისი ჩვენებაა.
გამოძიების საწყის ეტაპზე ყველა ამბობდა, რომ გურამმა გზაში წამალი დალია, მაგრამ ფაქტი საკუთარი თვალით არავის უნახავს. 2017 წლის გამოკითხვის ოქმში, თინათინ არხოშაშვილი ამბობს: „გურამის მამიდას ჰქონდა ნათქვამი: 'სასმელი არ დაალევინოთ, ვინაიდან სვამს წამლებსო.“ 2026 წლის გამოკითხვის ოქმში კახა გელაშვილი წერს, რომ პრეპარატი გურამ დადიანიძეს მამიდამ გამოატანა. „როდესაც დავსხედით მიკროავტობუსში, ჩემთან მოვიდა გურამის მამიდანინო, რომელმაც გურამს მიაწოდა რაღაც წამლის აბები და თან მე მითხრა ნინომ, რომ ალკოჰოლური სასმელი არ დალიოს გურამმა, მიაქციე ყურადღება, რადგან სვამს დამამშვიდებელ პრეპარატებს და ალკოჰოლური სასმელი არ შეიძლებაო.“- ვკითხულობთ, გელაშვილის გამოკითხვის ოქმში.
უცნობია, დალია თუ არა გურამ დადიანიძემ რაიმე პრეპარატი. თუმცა საქმის მასალების მიხედვით, გურამ დადიანიძეს ექიმმა 4 სხვადასხვა მედიკამენტი დაუნიშნა, მლეთაში წასვლის დროს კი მხოლოდ ერთს სვამდა. მამიდა გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ მკურნალმა ექიმმა მას წამალი ნამდვილად დაუნიშნა. მაგრამ საქმეში არ დევს ექიმის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტის ფორმა 100 ან დანიშნულება. მედიკამენტების მიღების ფაქტი საქმის მასალებიდანშეიტყო გურამ დადიანიძის დედამ. ქალი გამოძიებისგან მკურნალი ექიმის გამოკითხვას ელის.

გურამ დადიანიძემ მგზავრობის დროს მეგობრებს მორიგეობით ტელეფონი სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ტელეფონებიდან საკუთარ ნომერს შლიდა. ინფორმაცია გამოძიებით დასტურდება. ამ ფოტოშიც გურამს სხვისი მობილური უჭირავს ხელში. კადრი ანა გელაშვილის გადაღებულია. არცერთმა მოწმემ არ იცის, ვისი მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში, ასევე არ იციან, ვისი ხელები ჩანს სურათში. მოწმეები ამბობენ, რომ გურამი მიკროავტობუსში ერთ ადგილას არ მჯდარა და მოძრაობდა. მოწმეები ვერ იხსენებენ, ვინ იჯდა დადიანიძის ზურგს უკან ფოტოს გადაღების მომენტში. იმ დღეს გურამს ტელეფონი არ ჰქონდა. პოლიციის ფაილების მიხედვით, მან მოიტყუა, რომ მობილურსსიმ-ბარათი გადაეწვა და ტელეფონი სახლში შეგნებულად დატოვა.
„გურამ დადიანიძემ მიკროავტობუსით მგზავრობის დროს ყველა ბავშვისგან, ვისაც ჰქონდა ტელეფონი, ითხოვა იმ მიზეზით, რომ ეთამაშა, რაც იყო გასართობი თამაში, რადგან თვითონ არ ჰქონდა თან მობილური ტელეფონი. ხოლო შემდეგ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა მობილურ ტელეფონში, ვისგანაც გამოართვა გურამმა ტელეფონი, საკონტაქტო პირებში წაშლილი იყო მისი ტელეფონის ნომერი და სახელი“

პოლიციის ფაილების მიხედვით, ტყიდან გამოსვლის შემდეგ, ტრიალ მინდორზე, გურამ დადიანიძე თინიკო არხოშაშვილთან ერთად მოდიოდა. მათ რამდენიმე მეტრი აშორებდათ კახა და გვანცა გელაშვილებთან. გურამი ქვაზე ჩამოჯდა და გოგონას გზის გაგრძელება სთხოვა. თინიკო კახას დაეწია და გურამის ამბავი უამბო. კახა შეტრიალდა და გურამის სახელის ძახილით უკან მიბრუნდა. თინიკო ჰყვება, რომ კაცი დაახლოებით 2 წუთშიმიბრუნდა. საქმის მასალების მიხედვით, გურამ დადიანიძე უკანასკნელად თინიკო არხოშაშვილმა ნახა.
„ბოლოს გურიკა დადიანიძე, სანამ გზამდე მივიდოდით, დაჯდა ქვაზე და მე მითხრა: 'იარე და დაგეწევიო'. ბოლოს ვნახე მე, რადგან ბოლოს მე და გურამი მოვდიოდით ერთად“
„...გურამი ნახა სულ ბოლოს თინათინ არხოშაშვილმა სოფლის მიმდებარედ გორაზე, სადაც ჩამოჯდა ქვაზე“
საქმეში ერთი საეჭვო მოწმეა, რომელიც ამტკიცებს, რომ გურამ დადიანიძე გაუჩინარების შემდეგ თბილისში ნახა და გამოელაპარაკა. მისი მონაყოლით, გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში გურამი თბილისში, უცნობ ქალთან ერთად ნახა. მისი ჩვენება ოჯახმაც ეჭვქვეშ დააყენა, რადგან მოწმეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეთიკური ნორმების გამო „სანდო წყარო“ მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოძიებამ ის ორჯერ გამოკითხადა ჩვენებები საქმეს დაურთო.
ციტატა გამოკითხვის ოქმიდან: „...დავინახე გურამ დადიანიძე ვიღაც ჩემთვის უცნობ, საშუალო ტანის, სრული პირისახის, ქერათმიან ქალბატონთან ერთად... გურამ დადიანიძე მომიახლოვდა და მომიკითხა... აღნიშნულმა ქალბატონმა გურამ დადიანიძეს ჰკითხა ჩემი ვინაობა, რაზეც გურამმა უთხრა, რომ არის ჩემი მეზობელი და ნუ გეშინია, არაფერს არ იტყვისო... ამის შემდეგ გურამ დადიანიძე და აღნიშნული ქალბატონი წავიდნენ... ვიცანი გურამი სახეზე და ხმაზე, წვერი არ ჰქონდა... როდესაც მოვედი სახლში, უბანში ვუთხარი ბიჭებს და მამიდას, რომლებმაც არ დაიჯერეს აღნიშნული.“
.jpg%3Fprefix%3Dmedia&w=3840&q=75)
საქმეში ჩნდებიან ცრუ მოწმეებიც. მაგალითად, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცი სოციალური ქსელიდან გურამის დედას არწმუნებდა, რომ დაკარგული ზარზმის მონასტერში ცოცხალი იმყოფებოდა, რაც არ დადასტურდა. 2017 წელს, ამ ეპიზოდის გამოჩენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლითგადააკვალიფიცირა.
პოლიციის ფაილებში წერია, რომ 2015 წელს სოფელკობანშიადამიანის ძვლები იპოვეს. ამის შესახებ დადიანიძის ოჯახს სოფელ ქვეშეთიდან აცნობეს. ვალერიანწამალიძემინფორმაცია გამოძიებასაც მიაწოდა. მანამდე კაცი ოჯახთან ერთად საკუთარი სურვილით საძიებო სამუშაოებშიც იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სანდო წყაროს“ განუმარტა, რომ ცხედარი, რომელიც 2016 წელს დუშეთის რაიონის სოფელ არახვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივთანახლოს აღმოაჩინეს, 1972 წელს დაბადებულ მამაკაცს ეკუთვნოდა.
საქმეში დევს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს ავტორის გამოკითხვის ოქმიც. გამოკითხულები არიან მისი მეგობრებიც, რომლებიც რაიმე ინციდენტს ან კონფლიქტს მლეთაში არ ადასტურებენ. ავტორის მტკიცებით, ხმას, სადაც ადამიანი შველას ითხოვს, მხოლოდ 12 წლის შემდეგ დააკვირდა. არის თუ არა ხმა გურამ დადიანიძის — ჩანიშნულია ექსპერტიზა.

2026 წლის 18 აგვისტოს გურამ დადიანიძის Facebook-ზე გამოქვეყნდა პოსტი ოსურ ენაზე. „Арцыд растаг“ ქართულად „მოვიდა დრო“-ს ნიშნავს. ირკვევა, რომ გაუჩინარებული ბიჭის მობილური ნომრის აღდგენის შემდეგ პროფილზე შესვლას დედის ნათესავი, თამრიკო სარაული ცდილობდა. თუმცა საქმეში პირდაპირ არ კონკრეტდება, იდგა თუ არა პოსტის უკან ნათესავი კაცი, ყველა გარემოება კი ამაზე მიანიშნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფეისბუკ-პოსტის თაობაზე გამოიკითხა გურამ დადიანიძის დედაც.
სოფიო ბიბილეიშვილის გამოკითხვის ოქმი: „ვესაუბრებოდი ჩემს ბიძაშვილს, თამრიკო სარაულს. მან მითხრა, რომ ცოტა ხანში დაიდებოდა პოსტი ჩემი შვილის, გურამ დადიანიძის ფეისბუკ-გვერდიდან და არ მენერვიულა, რაზეც მე ვუთხარი, თუ როგორ დაიდებოდა პოსტი გურამ დადიანიძის ფეისბუკიდან, თუ მისი პაროლი არ იცოდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ დავლოდებოდი. ...ადვოკატებმა whatsapp-ის ჩატში, სადაც მეც ვარ გაწევრიანებული, ხოლო უშუალოდ მე არაფერი მითქვამს მათთვის პოსტის დადების თაობაზე და არც იმის შესახებ, რომ მე თამარ სარაულმა მითხრა, რომ პოსტი დაიდებოდა გურამ დადიანიძის ფეისბუკ-გვერდიდან.“
2014 წელს გურამ დადიანიძის გაუჩინარების შემდეგ დუშეთის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა საძიებო საქმე. 2017 წელს გაუჩინარებული ბიჭის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება გურამ დადიანიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. 2021 წელს გურამ დადიანიძეს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. არ შესრულდა დედის მოთხოვნა — გაწმენდილიყო დამეწყრილი ტერიტორია მლეთაში.
2026 წელს, გაუჩინარებიდან 12 წლის შემდეგ, დაკმაყოფილდა დედის მრავალწლიანი მოთხოვნა. დამატებითდათვალიერდადუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთის მიმდებარე ტერიტორია სამ ლოკაციაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მა თანამშრომელმა ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორია შეამოწმა.
მოწმის სახით გამოიკითხა 30 პირი.
გამოძიების ფარგლებში დანიშნულ იქნა ორი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა და, ასევე,ფონოვიდეოსკოპურიექსპერტიზა.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, 12 წლის შემდეგაც არ არსებობს კითხვაზე პასუხი: სად გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე?




