21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის განხილვა დაიწყება
ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხდომები 3 დღე გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომ სასამართლოს პლენუმმა „ქართული ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე მანანა კობახიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა. მანანა კობახიძემ მანამდე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანირდება ითხოვა, რომელიც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ეს პარტიებია „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“




