20 ივნისის კიდევ ერთმა დაზარალებულმა "ქართულ ოცნცებას" სტრასბურგში დავა მოუგო
სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ გელა ჭიღლაძეს კომპენსაციის სახით, 1,800 ევრო უნდა გადაუხადოს

გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება კაცს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. ჭიღლაძე მაშინ 1,000 ლარით დააჯარიმეს.
ჭიღლაძე თავდაპირველად ამბობდა, რომ პოლიციელებმა ის ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სისხლჩაქცევები და ნაკაწრები. აღნიშნული დაკავების ოქმსა და სამედიცინო ცნობებში იყო აღწერილი.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) პროცესუალური ნაწილის დარღვევა, და დაწერა, რომ სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოძიება არაეფექტურად და გაჭიანურებულად ჩატარდა.




