ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დუმილის უფლებით სარგებლობენ
ამის შესახებ ინტერპრესნიუსს მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, დუმილის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.
დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც - შოთა ყიფიანიც.
როგორც მათი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
სამივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სამივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა", - აცხადებს პროკურატურა.


.webp&w=1920&q=75)

