ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
ჟურნალისტს პაპუაშვილზე და ბოჟაძეზე დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანისა და ჟურნალისტის მიმართ ეს უკვე მესამე ადმინისტრაციული საქმეა. მანამდე ვახო სანაიას უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა.




