ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო - საერთაშორისო გამჭირვალობა
ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ვახო სანაიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის განცხადებაში წერია რომ ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.
დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად. მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია, სოლიდარობა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება!




