უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო.
გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 9 მმ კალიბრის 54 ვაზნა, რომელიც მოგვიანებით გაყიდა. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე პირს პატიმრობა მიესაჯა - ერთ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით, ხოლო მეორეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.




