თორნიკე რაზმაძე - მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო 3000 ლარით დამაჯარიმეს
აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისა და საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საბაბით დააჯარიმეს
.webp&w=1920&q=75)
აქტივისტმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართით გაავრცელა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ განმარტა, რომ მართალია, რაზმაძის კომენტარი პირდაპირ არ მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ოქმის შემდგენმა უშუალოდ კომენტართან ერთად შეაფასა ზოგადად, თორნიკე რაზმაძის პოსტის კონტექსტი და შინაარსი, რის შემდეგაც მიიჩნიეს, რომ მისი კომენტარი საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.


.webp&w=1920&q=75)

