თელავში კაცმა ცოლს სცემა და მიიმალა
შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თელავში კაცმა ცოლს სცემა და ადგილიდან მიიმალა. საუბარია 33 წლის კაცზე, რომელმაც 32 წლის ცოლზე იძალადა.
შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, კაცი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.
შსს-ში ამბობენ, რომ ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კაცი ჯერ არ დაუკავებიათ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


.webp&w=1920&q=75)

