თბილისში, ყიფშიძეზე მკვლელობა მოხდა
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თბილისში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთი ადამიანი - 80 წლამდე, პენსიონერი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგროჰაბთან მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია - ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ამ წუთებში ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„სანდო წყარო“ დამატებით დეტალებს არკვევს.




