თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ბრალდებულს საბურთალოს რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი ბინის ძარცვა ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი. სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




