თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილი ყოფილ მაღალჩინოსნებს
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლემა გრიგოლ ლილუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მათი შვილის საქმეზე ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გრიგოლ ლილუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მათი შვილის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ეჭვობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი მათი შვილის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. ოჯახი ყოფილ მაღალჩინოსნებს საკითხზე ღიად საუბარს სთხოვს.
„ტვ პირველთან“ საუბრისას გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვის საფუძველი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი გახდა, სადაც საუბარი იყო მკვლელობების თვითმკვლელობად შენიღბვაზე.
„ჩემთვის ეს იყო ირიბი მინიშნება, რომ თამარი იყო პირველი, რომლის მკვლელობაც შენიღბეს. მივმართავ მას, სულის გადარჩენაზე მაინც იფიქროს და რაც იცის ამ დანაშაულის შესახებ - დარწმუნებული ვარ, რომ იცის , აღიაროს“, - განაცხადა თამაზაშვილმა.




