სპორტის მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც ყოფილი მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ედავებიან, ბრალს არ აღიარებს
60 წლის პედაგოგი სასამართლოს სხდომაზე რამდენიმე წუთში მივა

60 წლის პედაგოგის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა საქალაქო სასართლოში რამენიმე წუთში დაიწყება. სხდომას დაესრება ბრალდებულიც, რომელსაც სექსულურ შევიწროებას, ყოფილი მოსწავლე ედავება. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. სხდომა 15:30 საათზე დაიწყება.
„საფარის“ განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე პედაგოგს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
ყოფილი მოსწავლე ამბობს, რომ ფაქტი 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხდებოდა. რა დროსაც, კაცმა არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს გოგონა 8-9 წლის ასაკის იყო.
ძალადობა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ყოფილი მოსწავლე 30 წლის შემდეგ ალაპარაკდა და გამოძიებას ჩვენება მისცა.
60 წლის პედაგოგს, რომელიც დღემდე საჯარო სკოლის მასწავლებელია, ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე იცავს. მისი თქმით, პირის დაკავების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს სექტემბერში ორჯერ მიმართა, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოსამართლეებმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ინტერესების დამცველს იგივე მოლოდინი აქვს დღესაც.
„არ აღიარებს ბრალს, არ ადასტურებს, ვერ ადასტურებს და ვერც დაადასტურებს ფაქტს, რადგან ასეთი ფაქტი არ ყოფილა. პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა სექტემბერშიც არ დააკმაყოფილა ორმა სხვადასხვა მოსამართლემ. დაზარალებულის განცხადება და ჩვენება არსებობს, მაგრამ წარმოდგენილი ხედვა არის აცდენილი რეალობას. ეს მოხდა თუ არა საკითხავია. ვერ მოხდებოდა, რადგან ასეთი ღია ურთიერთობა არ ყოფილა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე მუშაობს როგორც პედაგოგი. საქმის მასალებთან დაკავშირებით არის გაუთქმელობის დათქმა, ამიტომ ვერ გიპასუხებთ, გამოიკითხნენ თუ არა პედაგოგები ან სხვა მოსწავლეები. დღევანდელ პროცესს ბრალდებული, თავისთავად, დაესწრება, მაგრამ სხდომა იქნება დახურული. დააფიქსირებს თუ არა თავის პოზიციას სხდომაზე, ჯერ არ ვიცით. მე მოვითხოვ არასაპატიმრო სანქციას.“
30 წლის შემდეგ ქალის პოზიციას ორგანიზაცია „საფარიც“ იცავს. ადვოკატ მარი ვარდამაშვილის თქმით:
„ძალადობა იყო სისტემატიური - რამდენჯერაც მას ეს გაკვეთილი ჰქონდა. ამ დროს არასრულწლოვანი მეორე-მესამე კლასელი იყო. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 30 წლის ზემოთაა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა შესაძლო მტკიცებულება აღგვედგინა, რეკონსტრუქცია მომხდარიყო; ასევე, მოწმეების გამოკითხვით აბსოლუტურად ყველაფერი მოვიპოვეთ. ყველაზე მთავარი არის მის მიერ მიცემული ინფორმაცია გამოკითხვის სახით, რომელიც ძალიან დიდი გულწრფელობითაა სავსე და იმდენი ნიუანსია, მარტივად დასაჯერებელი იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის, გამოძიებლისთვის, პროკურატურისთვის, რადგან იქ არის ისეთი დეტალები, რასაც შემდგომ სხვა მოწმეები და ირიბი მოწმეებიც ადასტურებენ.“
ბრალდებულს პედაგოგიური საქმიანობა ამ წლების განმავლობაში არ შეუწყვეტია. ის იმავე საჯარო სკოლაში ასწავლის, სადაც, გამოძიების მიხედვით, დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა. „საფარის“ იურისტი არ გამორიცხავს, რომ გოგონა პედაგოგის მხრიდან ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი არ იყოს.




