სკოლაში მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს
შემთხვევა თბილისის ერთ ერთ საჯარო სკოლაში მოხდა

სავარაუდო დანაშაულში რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. როგორც უწყებაში "სანდო წყაროს" განუმარტეს, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე დეტალები არ საჯაროვდება.
ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები. ასევე, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
მშობელის თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი.
შიგნით მოხდა ბიჭებს შორის, მეოთხე კლასელზეა საუბარია. ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ორი ბიჭის მხრიდან არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე. ამ ორმა ბიჭმა შეიყვანა საპირფარეშოში და მოხდა ის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.


.webp&w=1920&q=75)

