სინდისის პატიმრები გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, დავით ლომიძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი თავისუფლები არიან
მათ გლდანის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვეს

გლდანის ციხესთან პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეკრება დილიდანვე დაიწყეს. ციხესთან მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გიორგი მინდაძე 2024 წლის 1 დეკემბერს დააკავეს, მას ხუთ წლიანი პატიმრონა ჰქონდა მისჯილი.
ანრი კვარაცხელია კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2024 წლის 5 დეკემბერს სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დააკავეს, მას ოთხი წლითა და ექვსი თვით ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი.
დავით ლომიძე 2024 წლის 1 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მას 4 წლითა და 6 თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკის სროლისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პატიმარი შეიწყალა.




