საფეხბურთო კლუბებმა ტრანსფერების ფანჯარა დახურეს
ბოლო დღეს ორი გარიგება დაფიქსირდა. კლუბები ამბობენ, რომ ბიუჯეტები წინა სეზონთან შედარებით შემცირდა და აქცენტი აკადემიებზე გადავიდა.

ბათუმის ძველ ნაწილში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. შენობა ოთხმოციანი წლების საწყობია, რომელიც არქიტექტორებმა თითქმის უცვლელად დატოვეს- გადააკეთეს მხოლოდ სახურავი და შიდა ტიხრები.

საექსპოზიციო ფართი ცხრაას კვადრატულ მეტრს შეადგენს. პირველი გამოფენა ოცდაათ ქართველ ავტორს აერთიანებს და სამ თვეს გასტანს.



