კალათბურთის ლიგა ახალ ფორმატზე გადადის
ახალი ფორმატით სეზონი ორ ეტაპად დაიყოფა. კლუბები ამბობენ, რომ ეს განრიგს გაამკვრივებს, ლიგა კი მაყურებლის რაოდენობის ზრდას ელოდება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ევროპულ ბაზარზე გასვლის ტემპი შესამჩნევად აიჩქარეს. ადრე ეს ერთეული შემთხვევები იყო- დღეს უკვე სექტორზე შეიძლება ლაპარაკი.

მიზეზი ერთი არ არის. ნაწილობრივ ეს დისტანციური მუშაობის კულტურამ განაპირობა, ნაწილობრივ კი იმან, რომ ევროპულმა ფონდებმა რეგიონისკენ ყურადღება მიაპყრეს.
რა შეიცვალა
ხუთი წლის წინ მთავარი ბარიერი იურიდიული იყო: კლიენტს ევროპაში რეგისტრირებული კომპანია სჭირდებოდა და პროცედურა თვეებს ითხოვდა. ახლა ეს კვირებში წყდება და ფოკუსი პროდუქტზე გადავიდა.
პირველი ინვესტორი ბერლინში ვიპოვეთ, მაგრამ გუნდი თბილისში დაგვრჩა. ეს არჩევანი აღარ არის კომპრომისი.
რაზე უჩივიან
- საზღვარგარეთული საბანკო ოპერაციები კვლავ ნელია
- ტექნიკური კადრის კონკურენცია ხელფასებს სწრაფად წევს
- გაყიდვების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებია
ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ტექნიკური ხარისხი პრობლემა აღარაა. სირთულე გაყიდვების ეტაპზე იწყება, სადაც ბაზრის ცოდნა და კონტაქტებია საჭირო.



