„სანდო წყაროსთვის“ ყიფშიძეზე მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი
მოკლულია 76 წლის ვახტანგ ჩიქოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ვახტანგ ჩიქოვანი. ის 76 წლის იყო. როგორც "სანდო წყაროს" მოკლულის ოჯახის წევრმა განუცხადა, ვახტანგ ჩიქოვანი სპირტის ბიზნესს ფლობდა. თუმცა ოჯახის წევრები ვერ ადასტურებენ უკავშირდება თუ არა შემთხვევა ბიზნესს.
"სანდო წყაროს" ინფორმაციით, ბრალდებული 43 წლისაა. ურთიერთშელაპარაკება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, სწორედ სავარაუდო დამნაშავის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა.
თუ რა საქმე ჰქონდა ამ კორპუსში გარდაცვლილს ოჯახმა არ იცის. ოჯახის წევრები არ იცნობენ არც სავარაუდო დამნაშავეს.
ჩემი სიმამარია მოკლული, ვახტანგ ჩიქოვანი. 76 წლის იყო. არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი
სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




