საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა განახლდა
განხილვა კამათის ფონზე დაიწყო - ერთმანეთს რევაზ ნადარაია და ნიკა გვარამია დაუპირისპირდნენ

ნიკა გვარამიამ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა და საკონსტუტუციოს მიმართა, რომ გამოითხოვოს მათ შესახებ ინფორმაცია, რაზეც ნადარაიამ უთხრა, რომ გამოსაკითხ პირებზე ინფორმაცია მათ უნდა მოეწოდებინათ კოლეგიისთვის.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგარძელდება.




