საქართველოდან უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევა.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ- დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, და სომხეთის სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


.webp&w=1920&q=75)

