როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.
მკვლელობა ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე 31 მაისს მოხდა. დავითაძე სალონში შესულ ცოლ-შვილს გარეთ ელოდებოდა, რა დროსაც მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს. როლანდ დავითაძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.


.webp&w=1920&q=75)

