რა არის ცნობილი ამ დროისთვის დიდუბეში მოკლელი ცოლ-ქმრის საქმეზე
თბილისში, სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოლ-ქმარი გუშინ მოკლეს.

გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა პირმა პენსიონერი ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა,ცოლ-ქმარი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
როგორც კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ შეაიარაღებული პირი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 62 წლის კაცი (გია ძლიერაშვილი) უკვე დააკავა. სანდო წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.
საუბარია საბურთალოზე მდებარე 227 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე, რომელიც მოკლულმა ქალმა იძულებითი აუქციონის გზით გადაიფორმა, თუმცა სახლიდან ძველი მფლობელების (მკვლელობაშუ ეჭვმიტანილის) გამოსახლეობას ვერ ახერხებდა.
აღსრულება ამბობს, რომ მას შემდეგ რაც შეთანხმება ვერ მოხდა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, ანუ სახლიდან ძალით გამოსახლება.
ინფორმაციას მხარეებს შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით ადასტურებს აღსრულების ბიუროც.
როგორც უწყება განმარტავს, ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა, გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




