მე-8 კლასელი პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს - ის დაკავებულია
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-8 კლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს უჩივლა. გოგონა 76 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-8 კლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს უჩივლა. გოგონა 76 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.
სკოლის მშობლების თქმით, მე-8 კლასელმა გოგომ, მეგობრის დახმარებით, ვიდეოს გადაღება შეძლო და ამის შემდეგ, პოლიციას მიმართა.
76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა, პატიმრობაშია.
„სანდო წყარო“ ესაუბრა სკოლის დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა, მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა.
მშობლები „სანდო წყაროსთან“ ჰყვებიან, რომ ყველაფერი შემთხვევით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ კაცი უკვე 55 წელია, რაც სკოლაში მუშაობს და იმედს იტოვებენ, რომ ფაქტის შეფასება არასწორად მოხდა.
უცნობია, გამოკითხავენ თუ არა სკოლის პედაგოგებს და სხვა მოსწავლეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.




