ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ექიმს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ის 50 000ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული.
მაია კოხტაშვილს გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეუგროვეს.
მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას ედავებოდნენ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


.webp&w=1920&q=75)

