პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას
სამოქალაქო აქტივისტი სერგი ყანჩელი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, წამებასა და სექსუალური ხასიათის იძულებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, შექმნილი საფრთხის გამო მას ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მოუწია.
გავრცელებულ მიმართვაში აქტივისტი დეტალურად აღწერს 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მას, სარბენად ყოფნისას, პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს და სასაფლაოზე გადაიყვანეს.
გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.. მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.


.webp&w=1920&q=75)

