ფონიჭალაში, აფეთქების ადგილას სულხან თამაზაშვილი მივიდა
ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საძიებო სამუშაობი

ამ წუთებში მძიმეა ვითარება ფონიჭალაში, იქ სადაც დილით აფეთქება მოხდა. შემთვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი და მიმდინარებს საძიებო სამუშაოები. ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრიც.
"ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ყველა დანაყოფი. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს 7 პირის ძებნა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. “ - განაცხადა შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ქვემო ფონიჭალაში მომხდარზე




