პოლიციისთვის თავის არიდების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მეოთხე სართულიდან გადახტა
შემთხვევა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან პოლიციისთვის თავის არიდების მიზნით გადახტა. შემთხვევა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა. 25 წლამდე მამაკაცი გაჩერებულ მანქანას დაეცა. უცნობია , როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც „სანდო წყაროსთვის“ ხდება ცნობილი, საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე იმყოფებოდა. რა დროსაც, პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი და ადგილზე მივიდა. სამივე პირმა გაქცევა სცადა. ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.




