პენიტენციური სამსახური: ნიკა კაპანაძე საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლული 17 წლის ბიჭის, ნიკა ღუნაშვილის დედის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის განცახდებით, შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის მე-18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, 17 წლის ნიკა ღუნაშვილის დედამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და პენიტენციური სამსახურისგან განმარტებები მოითხოვა თუ რატომ იმყოფებოდა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.




