„ოცნება“ დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას ცდილობს - სალომე ზურაბიშვილი
საქართელოს მე - 5 პრეზიდენტის განცხადებით, "ოცნება" ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს და საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მსგავსად, ანადგურებს.

სალომე ზურაბიშვილი აკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა
დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებისთვის, დღეს არის დღე, როცა ცდილობს "ქართული ოცნება", რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში, იმიტომ, რომ ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთმა ქვეყანამ არ ჩაიდინა, რასაც ჰქვია, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და ამ ფორმით ამის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოთი და აღარც ვიცი, რა მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ ასამარებს თვით საკონტიტუციო სასამართლო, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიდაც ამყოფებს "ქართული ოცნება" ამ ქვეყანას და საერთოდაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ




